ტოკიოს გრან სლემის დასკვნითი დღე მასპინძელთა მამაკაცთა ნაკრებისთვის პირველ ორ დღესთან შედარებით მოკრძალებული აღმოჩნდა. იაპონიის ნაკრებს დღემდე ოთხივე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ჰქონდა მოპოვებული. ბოლო სამ წონაში კი მხოლოდ ერთ ოქროს დასჯერდა.
90 და 100 კილოგრამები ევროპული ფინალებით დაგვირგვინდა. 90-ის გადამწყვეტ ბრძოლაში სერბმა ალექსანდრ კუკოლმა სუფთა გდებით აჯობა ფრანგ აქსელ კლერჟეს, ხოლო 100-ში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ამ წონით კატეგორიაში ახლადასული რუსი კირილ დენისოვი ავიდა, ფრანგი სირილ მარეს იუკოთი ძლევით.
მძიმე წონაში საპრიზო სამეული მხოლოდ იაპონელებმა შეავსეს. ჩემპიონი ტაკეში ოჯიტანი გახდა.
ქალთა შორის დღეს მედლები ორ უმძიმეს წონით კატეგორიაში: 78 და +78 კილოგრამებში გათამაშდა და ორივეში, ტურნირი წაუგებლად მასპინძლებმა ჩაამთავრეს. ოქროს დაეუფლნენ რუიკა სატო (78 კგ) და სარა ასაჰინა (+78 კგ).
სულ იაპონიის ნაკრებმა 10 ოქროს, 9 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტოკიოს გრან სლემით დასრულდა ძიუდოში ინდივიდუალური შეჯიბრებების 2016 წლის სეზონი.
ძიუდო
გრან სლემი
ტოკიო
4 დეკემბერი
მამაკაცები
90 კგ
1 ალექსანდრ კუკოლი (სერბეთი)
2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)
3 კენტა ჰაგასავა (იაპონია)
3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
100 კგ
1 კირილ დენისოვი (რუსეთი)
2 სირილ მარე (საფრანგეთი)
3 კენტარო იიდა (იაპონია)
3 შოჰეი შიმოვადა (იაპონია)
+100 კგ
1 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)
2 კოკორო კაგეურა (იაპონია)
3 ჰიოქა ოტა (იაპონია)
3 რიუ შიჩინოე (იაპონია)
ქალები
78 კგ
1 რუიკა სატო (იაპონია)
2 იუჯინ პარკი (სამხრეთ კორეა)
3 მამი უმეკი (იაპონია)
3 რიკა ტაკაიამა (იაპონია)
+78 კგ
1 სარა ასაჰინა (იაპონია)
2 აკირა სონე (იაპონია)
3 ქსინ სუ (ჩინეთი)
3 კანაე იამაბე (იაპონია)