უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში დონეცკის 'შახტარმა" კამენსკოეს "სტალს" 3:0 მოუგო. გიორგი არაბიძემ მორიგი, სეზონში მეათე გოლი გაიტანა. ქართველმა 88-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. მთლიანობაში, არაბიძე საუკეთესო იყო მინდორზე.
"სტალშიც" ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ხმაურიანი სახელ-გვარი აქვს: მიხეილ მესხი. ნახევარმცველია, 19 წლის გახლავთ და უკრაინის მოქალაქეა. მესხი წინა სეზონში "სტალის" 19-წლამდელებში გამოდიოდა, მანამდე კი დონეცკის "მეტალურგის" ასაკობრივში იყო.
სხვათა შორის, მესხმა ამ ზაფხულს "სტალის" ძირითად გუნდთან ერთად გაიარა შეკრება. "სტალის" 21-წლამდელებში მუდმივად თამაშობს და ამ სეზონში ერთი გოლი აქვს გატანილი.
უკრაინელთა შეფასებით, მესხი ტანმაღალია (187 სმ) და კარგი ტექნიკით გამოირჩევა.