კალათბურთი

22:27 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგაში “ვინგსი” იბსუ-მ ჩაანაცვლა

2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონისათვის ,,ა’’ ლიგის მონაწილე გუნდი ,,ვინგსი’’ საკალათბურთო გუნდმა იბსუ-მ ჩაანაცვლა, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტს ეკუთვნის. ამის შესახებ worldsport. ge-ს იბსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა დავით რიბაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების სეზონში, ,,ვინგსმა’’ ,,ა’’ ლიგის ექვს გუნდს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა და აღნიშნულ ლიგაში დარჩენის მიზნით საკვალიფიკაციო ეტაპზე ახლა მის ნაცვლად იბსუ ,,ტიტებსა’’ და ,,დელტას შორის ხელმოცარულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.083733