პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" შემტევმა ლუიშ ნანიმ ვარჯიშზე მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია "ღამურების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. როგორც AFP იუწყება, ფეხბურთელი მოედანზე ახალ წლამდე ვერ დაუბრუნდება.
2016 წლის ევროპის ჩემპიონი ლა ლიგის გუნდში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "ფენერბაჰჩედან" გადაბარგდა. მას შემდეგ 12 მატჩში პორტუგალიელმა 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.