საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” აკადემიაში ქართველი ნიკა ქუთათელაძე გამოდის და იქაური პრესა ჩვენებურზე უკვე უფრო და უფრო ხშირად წერს – დადებით კონტექსტში.
მოგეხსენებათ, ნიკამ 16-წლამდე პარიზის რეგიონის ჩემპიონატში “სარსელეეს” ოთხი გოლი გაუტანა (VIDEO). აღნიშნული მატჩის მიმოხილვა პსჟ-ს ოფიციალურ ვებგვერდზეც დაიდო და მასში ყველაზე დიდი ნაწილი ნიკუშას დაეთმო.
აი, რას წერს ფრანგული გუნდის საიტი: “მანქანა დაიძრა, მათ შორის ქუთათელაძე – ქერა, გიგანტმა ქართველმა “სარსელეესთან” ნამდვილი შოუ მოაწყო. მან პოკერი შეასრულა. ნიკუშა ძალიან ჰგავს ზლატან იბრაჰიმოვიჩს”, - ნახსენებია მიმოხილვაში.
ნიკა ქუთათელაძე პსჟ-ს აკადემიაში შარშან გადავიდა მეორე ფრანგული გუნდიდან, “ლილიდან” და ნელ-ნელა პარიზელთა რიგებში თავს იმკვიდრებს. 16-წლამდე ჩემპიონატში ჩვენებურს 7 ჩატარებულ მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. ვერაფერს იტყვი, ჩინებული შედეგია...
აქვე შეგიძლიათ იხილოთ worldsport.ge-ს ინტერვიუ ნიკა ქუთათელაძესთან