ფეხბურთი

16:05 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ 2016 წლის სამი საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ, ფიფამ 2016 წლის სამი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა: კლაუდიო რანიერი (“ლესტერი”), ზინედინ ზიდანი (“რეალი”), ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია).

პირველმა მათგანმა “ლესტერ სიტის” ყველასთვის მოულოდნელად ინგლისის პრემიერლიგა მოაგებინა, ზიდანმა მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა, ხოლო სანტუშმა პორტუგალიის ნაკრები ევრო 2016-ზე გააჩემპიონა.

აღნიშნული სამეულის გარდა, თავდაპირველად, ფიფას მიერ შერჩეულ 10 ნომინანტს შორის იყვნენ: კრის კოულმენი (უელსი), პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”/”სიტი”), ლუის ენრიკე (“ბარსელონა”), მაურისიო პოჩეტინიო (“ტოტენჰემი”), დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), იურგენ კლოპი (“ლივერპული”).

გარდა ამისა, გამოვლენილია ქალთა შორის საუკეთესო მწვრთნელობის სამი კანდიდატიც – ჯილ ელისი (აშშ), სილვია ნეიდი (გერმანია), პია სანდჰეგი (შვედეთი).

2016 წლის საუკეთესო მამაკაც და ქალ მწვრთნელთა ვინაობა ცნობილი 2017 წლის 9 იანვარს, ციურიხში, ფიფას გალა დაჯილდოვებაზე გახდება.

0.122873