ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe–მა ლიგა 1-ის მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “ლიონიდან” მოხვდა, რომელმაც გასვლაზე “ნანტი” გაანადგურა (6:0).
ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: რუფიე (“სენტ-ეტიენი”);
მცველები: კუფაუ (“ნანსი”), დანტე (“ნიცა”), ტიაგო სილვა (პსჟ), რიბუსი (“ლიონი”);
ნახევარმცველები: ტოლისო, ვალბუენა (ორივე “ლიონი”), რ.ლოპეში, სლიტი (“ლილი”), პედრეტი (“ნანსი”);
თავდამსხმელი: კარილიო (“მონაკო”).