ფეხბურთი

19:57 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ წლის ნაკრებისთვის 55 პრეტენდენტი დაასახელა

ფიფამ და პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ 2016 წლის საუკეთესო ნაკრებისთვის 55 პრეტენდენტი დაასახელა. 55 ფეხბურთელიდან საბოლოოდ 1 მეკარე, 4 მცველი, 3 ნახევარმცველი და 3 თავდამსხმელი შეირჩევა. დაჯილდოების ცერემონიალი 2017 წლის 7 იანვარს ციურიხში გაიმართება.

წლის ნაკრებში მოსახვედრად შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ:

მეკარეები: კლაუდიო ბრავო ("ბარსელონა"/ "მანჩესტერ სიტი", ჩილე), ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ესპანეთი), კეილორ ნავასი ("რეალი", კოსტა-რიკა), მანუელ ნოიერი ("ბაიერნი", გერმანია)

მცველები: დავიდ ალაბა ("ბაიერნი", ავსტრია), ჟორდი ალბა ("ბარსელონა", ესპანეთი), სერჟ ორიე (პსჟ, კოტ დივუარი), ექტორ ბელერინი ("არსენალი", ესპანეთი), ჟერომ ბოატენგი ("ბაიერნი", გერმანია), ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი", იტალია), დანიელ კარვახალი ("რეალი", ესპანეთი), ჯორჯო კიელინი ("იუვენტუსი", იტალია), დანი ალვეში ("ბარსელონა"/ "იუვენტუსი", ბრაზილია), დავიდ ლუიზი (პსჟ/ "ჩელსი", ბრაზილია), დიეგო გოდინი ("ატლეტიკო", ურუგვაი), მატს ჰუმელსი ("დორტმუნდი"/ "ბაიერნი", გერმანია), ფილიპ ლამი ("ბაიერნი", გერმანია), მარსელო ("რეალი", ბრაზილია), ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა", არგენტინა), პეპე ("რეალი", პორტუგალია), ჟერარ პიკე ("ბარსელონა", ესპანეთი), სერხიო რამოსი ("რეალი", ბარსელონა), ტიაგუ სილვა (პსჟ, ბრაზილია), რაფაელ ვარანი ("რეალი", საფრანგეთი)

ნახევარმცველები: ხაბი ალონსო ("ბაიერნი", ესპანეთი), სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა", ესპანეთი), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ბელგია), ედენ აზარი ("ჩელსი", ბელგია), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი), ნგოლო კანტე ("ლესტერი"/ "ჩელსი", საფრანგეთი), ტონი კროოსი ("რეალი", გერმანია), ლუკა მოდრიჩი ("რეალი", ხორვატია), მესუთ იოზილი ("არსენალი", გერმანია), დიმიტრი პაიეტი ("ვესტ ჰემი", საფრანგეთი), პოლ პოგბა ("იუვენტუსი"/ "მანჩესტერ იუნაიტედი", საფრანგეთი), ივან რაკიტიჩი ("ბარსელონა", ხორვატია), დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი", ესპანეთი), მარკო ვერატი (პსჟ, იტალია), არტურო ვიდალი ("ბაიერნი", ჩილე).

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი", არგენტინა), გარეტ ბეილი ("რეალი", უელსი), ქარიმ ბენზემა ("რეალი", საფრანგეთი), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", პორტუგალია), პაულო დიბალა ("იუვენტუსი", არგენტინა), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", საფრანგეთი), გონსალო იგუაინი ("ნაპოლი"/ "იუვენტუსი", არგენტინა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ/ "მანჩესტერ იუნაიტედი", შვედეთი), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", პოლონეთი), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა), ტომას მიულერი ("ბაიერნი", გერმანია), ნეიმარი ("ბარსელონა", ბრაზილია), ალექსის სანჩესი ("არსენალი", ჩილე), ლუის სუარესი ("ბარსელონა", ურუგვაი), ჯეიმი ვარდი ("ლესტერი", ინგლისი).

თეგებიფიფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126529