“ლუიჯი ბერლუსკონის” თასი, შესაძლოა, ამიერიდან იტალიურ “მილანსა” და ბრაზილიურ “შაპეკოენსეს” შორის გათამაშდეს. ამ ინიციატივით “როსონერის” ბრაზილიელი გულშემატკივრები გამოვიდნენ, რომლებმაც სპეციალიური პოსტიც განათავსეს ტვიტერის გვერდზე. ჯერჯერობით ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ლუიჯი ბერლუსკონის თასი 1991 წლიდან ყოველ ზაფხულს, სეზონის დაწყებამდე “სან სიროზე” თამაშდება და მასში ყველაზე ხშირად ერთმანეთს “მილანი” და “იუვენტუსი” ხვდებოდნენ.