ფეხბურთი

18:00 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ფორცა შაპე” - “ატლეტიკო ნასიონალის” საქციელი, რომელიც ისტორიაში დარჩება (+VIDEO)

“ატლეტიკო ნასიონალის” სოლიდარობის ჟესტი – დღეს გამთენიისას მედელინში კოპა სუდამერიკანას ფინალი უნდა გამართულიყო “ატლეტიკო ნასიონალსა” და “შაპეკოენსეს” შორის, მაგრამ მომხდარი ტრაგედიის გამო, ბუნებრივია, მატჩი არ ჩატარებულა.

სამაგიეროდ, “ესტადიო ატანასიო ხირარდოტი” სრულად შეივსო – ტორსიდამ “შაპეკოენსეს” მიაგეს პატივი და სტადიონზე ლამპიონები დაანთო. ამასთან, გულშემატკივრები დაუსრულებლად სკანდირებდნენ: “ფორცა შაპე”, “ფორცა შაპე”, “ფორცა შაპე”...

ეს ჟესტი ნამდვილად სამაგალითოა და ისტორიას შემორჩება. შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკო ნასიონალმა” კოპა სუდამერიკანას თასის გადაცემა “შაპეკოენსესთვის” ორი დღის წინ მოითხოვა და ამის თაობაზე კონმებოლსაც მიმართა.

0.112787