ლეგენდარული ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელები, რონალდინიო და ხუან რომან რიკელმე, შესაძლოა, ფეხბურთს დაუბრუნდნენ. როგორც ბრაზილიური მედია წერს, ორივე მოთამაშემ სურვილი გამოთქვა, ყოველგვარი საზღაურის გარეშე “შაპეკოენსეს” რიგებში ითამაშოს მომდენო 6 თვის განმავლობაში.
მას შემდეგ, რაც ბრაზილიური გუნდი ორი დღის წინ ავიაკატასტროფაში მოჰყვა, გვერდში მთელი მსოფლიო უდგას და ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს, კეთილი საქმე გააკეთოს. როგორც ჩანს, გამონაკლისს არც რონალდინიო და რიკელმე წარმოადგენენ.
არგენტინელი ფეხბურთელი ბოლოს “არხენტინოს ხუნიორსში” გამოდიოდა 2014 წელს, ხოლო ბრაზილიელი “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავდა 2015 წლამდე. მიუხედავად საკმაო უთამაშებელი პერიოდისა, ორივე ვარსკვლავი “შაპეკოენსესთვის” ასეთ რთულ მომენტში სერიოზული შევსება იქნება.