ფეხბურთი

11:14 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პალერმოს” მწვრთნელი ისევ შეეცვალა

იტალიური “პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ჩვევას არ ღალატობს და მწვრთნელთა ცვლას განაგრძობს. როგორც კლუბის ოფიციალური ვეგვერდი იტყობინება, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ეუჯენიო კორინის სახით, რომელმაც ამ პოსტზე რობერტო დე ზერბი შეცვალა.

მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ “პალერმო” 6 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, ოთხშაბათს კი იტალიის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა - “სპეციასთან” პენალტების სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ. იტალიური გამოცემების ცნობით, სწორედ ამ თამაშის დასრულებისთანავე მიუთითა კარისკენ ძამპარინიმ დე ზერბის და მისი შემცვლელიც მალევე დაასახელა.

სიცილიელთა ახალი თავკაცი, 46 წლის ეუჯენიო კორინი ბოლო ორი წლის განმავლობაში უმუშევარი იყო, მას მერე რაც “კიევო” დატოვა, მანამდე კი “კროტონე” და “ფროზინონე” გაუწვრთნია.

0.121725