იტალიური “ტორინოს” პრეზიდენტი ურბანო კაირო იდეით გამოდის. როგორც იტალიელმა განაცხადა, მზადაა მისი გუნდი ამხანაგურად გაეჯიბროს ბრაზილიურ “შაპეკოენსეს”. ყველაფერი ახლა, სამხრეთამერიკელთა პასუხზე იქნება დამოკიდებული.
“ტორინოსა” და “შაპეკოენსეს” ავიაკტასტროფა აერთიანებთ – ბრაზილიური გუნდის ლაინერი გუშინ მედელინთან ახლოს ჩამოვარდა, ხოლო “ტორინოს” იგივე რამ 1949 წელს სუპერგაში შეემთხვა.