პსჟ-ის ესპანელმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში არადამაჯერებლ თამაშს ობიექტური მიზეზები აქვს. ემერიმ შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა მოიშველია.
"როცა "სევილიიდან" აქ მოვედი, "იბრაზე" ბევრს საუბრობდნენ. ეს ნორმალურიცაა, რადგან შვედი დიდ ძალას წარმოადგენდა პსჟ-სთვის, სერიოზული კვალი დატოვა კლუბის ისტორიაში. ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ იბრაჰიმოვიჩის გარეშე თამაშს. ამავდროულად, კავანი უკეთ ათამაშდა, ბევრი გოლი გააქვს. ურუგვაელი ბრწყინვალეა მაშინ,როცა ბოლომდე თავდაჯერებულია. კლუბის იდეოლოგიაა, რომ ეტაპობრივად კიდევ უფრო გაიზარდოს" - განაცხადა ემერიმ.