ევრო 2016-ის ფინალში გადამწყვეტი გოლის გამტანი, ფრანგული “ლილის” პორტუგალიელი შემტევი, ედერი ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში “კაენთან” 4:2 მოგებული შეხვედრის მე-20 წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. ედერმა მარცხენა ფეხის კოჭი დაიზიანა. როდის შეძლებს ის ვარჯიშის განახლებას ჯერჯერობით უცნობია.
28 წლის შემტევი მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 15 მატჩში საკუთარ გუნდს 3 გოლით შეეწია.