პოლონელი ჩოგბურთელი აგნეშკა რადვანსკა ზედიზედ მეოთხე წელია წლის საუკეთესო დარტყმის ავტორი ხდება, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
აგამ 2016 წლის საუკეთესო დარტყმის შესრულება “ინდიან-უელსის” ტურნირზე რუმინელ მონიკა ნიკულესკუსთან მატჩში მოახერხა - პოლონელმა ხანგრძლივი გათამაშების შემდეგ დარტყმული სმეში აიღო ისე, რომ ბურთი მეტოქეს ჩაუგდო (VIDEO).
წლის საუკეთესო დარტყმის ავტორი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. აგამ ხმათა 62% მიიღო, მეორე ადგილი სიმონა ჰალეპის (21%) დარტყმამ დაიკავა, კირსტენ ფლიპკესმა 10 % მიიღო, კაროლინა ვოზნიაცკიმ - 7%.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ოთხივე ნომინანტის შესრულებული დარტყმა (VIDEO)