ფეხბურთი

10:31 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს 40 მილიონი “შაპეკოენსეს”

ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბ “შაპეკოენსეს” გვერდში მთელი მსოფლიო უდგას. რადიო gaucha-ს ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონმა “პარი სენ ჟერმენმა” სურვილი გამოთქვა, რომ ავიაკატასტროფაში მოყოლილ გუნდს დაეხმაროს და მზადაა მის ანგარიშზე 40 მილიონი დოლარი გადარიცხოს. როგორც ირკვევა, პსჟ-მ ფიფა-საც აცნობა.

პარიზული კლუბის ვებგვერდზე სამძიმრის წერილი დევს, მაგრამ ხსენებული 40 მილიონის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

“შაპეკოენსეს” გვერდში ყველა ისე უდგას, როგორც შეუძლია – უკვე გამცნეთ, რომ ბრაზილიურმა გუნდებმა ამავე ქვეყნის კონფედერაციას მიმართეს, რომ “შაპეკოენსე” მომდევნო სამი სეზონი ქვედა ლიგაში არ დააქვეითონ და ამასთან, ფეხბურთელების იჯარით, უფასო დათმობაზეც არიან მზად. გარდა ამისა, კოპა სუდამერიკანას მეორე ფინალისტმა, “ატლეტიკო ნასიონალმა” კონმებოლს სთხოვა, ტიტული “შაპეკოენსეს” გადასცეს...

მოგეხსენებათ, მედელინის მახლობლად ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 81 ადამიანი იმყოფებოდა (ფეხბურთელები, გუნდის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ეკიპაჟის წევრები) და მათგან 76 დაიღუპა. გადარჩენილია სამი ფეხბურთელი მეკარე ფოლმანი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ნეტო, რომელსაც თავის დაზიანება აღენიშნება და რუშელი, ვისაც ზურგის ტვინის დაზიანება დაუდგინეს.

გარდა ამისა, ის 9 ფეხბურთელი გადაურჩა სიკვდილს, რომლებიც გუნდს კოლუმბიაში საერთოდ არ გაჰყოლიან: ნენემი, დემერსონი, იორანი, ნივალდო, მარტინუჩიო, ანდრეი, მოიზეში, მარსელო ბოეკი და რაფაელ ლიმა.

0.117523