ფეხბურთი

20:08 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ამბები "შაპეკოენსეს" ავიაკატასტროფიდან: "20 დღის წინ ამ თვითმფრინავით არგენტინის ნაკრებს უმგზავრია"

20 დღის წინ არგენტინის ნაკრებს ზუსტად იმავე თვითმფრინავით უმგზავრია, რომელიც დღეს კოლუმბიის ქალაქ მედელინის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. ამის შესახებ კოლუმბიური "ატლეტიკო ნასიონალის" პრეზიდენტმა ხუან კარლოს დე ლა კუესტამ განაცხადა.

როგორც იცით, ბრაზილიურ კლუბ "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები და მწვრთნელები დაიღუპნენ, მთლიანობაში ავიაკატასტროფამ 76 ადამიანი იმსხვერპლა.

აღმოჩნდა, რომ არგენტინის ნაკრები სწორედ ამ თვითმფრინავით (ლამია ბაე-146) ჩაფრინდა ბრაზილიასთან სათამაშოდ. ეს მატჩი არგენტინელებმა 0:3 წააგეს.

მორიგი ინფორმაცია ისაა, რომ გუნდის მეორე მეკარე ფოლმანს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო კიდევ ერთ გადარჩენილი ფეხბურთელი, რუშელი, პარალიზებულია. ფეხბურთელებიდან სხვა არც არავინ გადარჩენილა.

და კიდევ, მთავარ მწვრთნელ კაიო ჟუნიორის ვაჟი გუნდს კოლუმბიაში ვერ გაჰყვა იმიტომ, რომ პასპორტი სახლში დარჩენია.

თეგებიშაპეკოენსე
0.103191