ბრაზილიური "შაპეკოენსეს" დღევანდელმა ტრაგედიამ მთლიანად საფეხბურთო სამყარო შეძრა. 1973 წელს დაარსებული კლუბისგამ რომელიც წელს ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებდა, ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა. საბედისწერო ავიაკატასტროფას ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი თითქმის მთლიანად შეეწირა. გადარჩა მხოლოდ ორი მოთამაშე.
აღნიშნულ მოვლენას გამოეხმაურნენ საფეხბურთო კლუბები, ფეხბურთელები თუ უბრალოდ საფეხბურთო მოღვაწეები. მათ შორის არიან, იტალიური "ტორინო" და "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელთათვისაც ალბათ, ავიაკატასტროფა ყველაზე ახლო და მძიმე თემაა...
აქვე, წარმოგიდგენთ რამდენიმე სამძიმრის წერილს...