ფეხბურთი

18:51 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: “ეს ფეხბურთის ტრაგედიაა”

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბ “შაპეკოენსეს” ტრაგედიას გამოეხმაურა და მიუსამძიმრა სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

“ეს არის ძალიან, ძალიან სამწუხარო დღე ფეხბურთისთვის. ჩვენი მივიღეთ ტრაგიკული ამბავი კოლუმბიიდან. მინდა ფიფას სახელით მივუსამძიმრო “შაპეკოენსეს” ყველა გულშემატკივარს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს”, - განაცხადა ინფანტინომ.

თვითმფრინავი, რომელითაც “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდნენ, კოლუმბიის ქალაქ მედელინთან ახლოს დღეს, გამთენიისას ჩამოვარდა. ბოლო ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 81 მგზავრიდან 77 დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121169