ფეხბურთი

11:21 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ავიაკატასტროფაში მოყვა

თვითმფრინავმა, რომელითაც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი “შაპეკოენსე” ბოლივიიდან კოლუმბიაში მოემგზავრებოდა, კატასტროფა განიცადა. როგორც The Guardian-ი იტყობინება, თვითმფრინავი მედელინის აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზად ელექტროაღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.

თვითმფრინავის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. გადარჩენილები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვეს და მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი აღნიშნული რეისით, რომელსაც ავიაკომპანია “ლამიას” თვითმფრინავი ასრულებდა, კოლუმბიურ “ატლეტიკო ნასიონალთან” სამხრეთ ამერიკის თასის ფინალური მატჩის გასამართად მიემგზავრებოდა.

თეგებიშაპეკოენსე
0.147854