ფეხბურთი

14:44 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” ალვეში და ბონუჩი დიდი ხნით გამოაკლდნენ

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” ცუდი დღეები უდგას. მასიმილიანო ალეგრის გუნდში ტრავმების ეპიდემიაა მოძალებული. როგორც გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” გვამცნობს, ბრაზილიელმა განაპირა მცველმა დანი ალვეშმა ფეხი მოიტეხა და მოედანზე სამი თვის განმავლობაში ვერ გავა.

როგორც გამოკვლევამ აჩვენა, სწორედ ეს დრო გაუგრძელდება მკურნალობის პერიოდი. გარდა ამისა, ლაზარეთში აღმოჩნდა “იუვეს” კიდევ ერთი მცველი ლეონარდო ბონუჩი, რომელიც სავარაუდოდ, 2 თვე იუქმებს. ორივე ფეხბურთელმა დაზიანებები “ჯენოასთან” მატჩში მიიღო.

აღნიშნული თამაში “იუვენტუსისთვის” შედეგის მხრივაც ფატალური აღმოჩნდა - ტურინულმა გუნდმა 1:3 წააგო, თან რამდენიმე ანტირეკორდიც დაამყარა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128377