ჭიდაობა

12:27 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლი და ბრინჯაოები ყაზახური ხალიჩიდან

გასულ უქმეებზე, ყაზახეთის ქალაქ ტარაზში, დინმუხამედ კუნაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა.

სულ კონკურენციაში 5 ქართველი ჩაება. მათგან საუკეთესო შედეგი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე კონსტანტინე ხაბალაშვილმა აჩვენა – უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ზურაბ ერბოწონაშვილმა (74 კგ) და დავით ხუციშვილმა (86 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

0.114638