ფეხბურთი

0:38 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: "ვიცოდი, რომ გავიტანდი"

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” კარში გატანილი გოლის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა რუსულ მედიასთან ისაუბრა. ქართველი შემტევის განცხადებით, დარტყმის მომენტში სჯეროდა, რომ გოლს გაიტანდა VIDEO.

“დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს გავიტანდი. თუმცა, ცოტა გამიმართლა – დავინახე, რომ მეკარე კარიდან გამოვიდა და ხაზზე არ იდგა. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა. სანამ მოედანზე გავიდოდი მწვრთნელმა შალიმოვმა მითხრა: ოქრი, დღეს გოლი უნდა გაიტანო...

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე გამარჯვების მოპოვებაში. დიდი მადლობა გულშემატკივრებსაც, რომლებიც მოვიდნენ და ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ”, - თქვა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, თორნიკეს გოლით “კრასნოდარმა” “ზენიტს” 94-ე წუთზე მაკრატელა გაუტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

0.113633