იტალიის სერია A-ს XIV ტური უჩვეულოდ, სამ კალენდარულ დღეზეა გაწერილი. დღეს ორი მატჩია ჩანიშნული: “ტორინო” - “კიევო” და “ემპოლი” – “მილანი”. ჩემპიონატის ფავორიტი და ლიდერი “იუვენტუსი” ხვალ “ჯენოას” ესტუმრება, ხოლო მისი მდევარი “რომა” “პესკარასთან” ეცდება 3 ქულის აღებას.
“ტორინო” ჩინებულ ფორმაშია და სინიშა მიხაილოვიჩის გუნდის ამბიციები წლეულს იმაზე მეტია, ვიდრე ადრე. “გრანატა” ვერონის “კიევოს” ეთამაშება, რომელიც, სხვთა შორის, სულაც არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე, მეტიც, “კერკეტი კაკალიც” შეიძლება ვუწოდოთ. “ტორინოს” მთავარი იარაღი მიმდინარე სეზონში კი, შეტევის ხაზია, რომლის ლიდერი ანდრეა ბელოტია. 22 წლის იტალიელი ბომბარდირთა დავასაც უდგას სათავეში.
დღის მეორე მატჩში “მილანი” “ემპოლის” ხვდება. “როსონერიმ” წინა ტურში დიდებული შანსი დაკარგა, მეორე ადგილს ერთპიროვნულად დაპატრონებოდა, როცა დერბიში ვერ მოიგო ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო, მაგრამ ვინჩენცო მონტელას გუნდმა ახლა უნდა სცადოს მოგება. შავ-წითლებს ალესიო რომანიოლი უბრუნდებათ, რომელსაც “დერბი დელა მადონინა” ტრავმის გამო გაუცდა. “ემპოლის” მდგომარეობა კი კატასტროფულია. ლევან მჭედლიძის თანაგუნდელები თამაშს თამაშზე აგებენ და ვნახოთ, რა გამოუვათ “მილანთან”, რომელთანაც, სხვათა შორის, საკუთარ მოედანზე არასდროს მოუგიათ.
ტურინის “იუვენტუსი” გენუაში, “ჯენოას” სტუმრობს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს. “იუვემ” შუა კვირაში ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სევილიაში, რითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი ფაქტობრივად დაიბევა. როგორც ალეგრიმ თქვა, ახლა მთავარი მიზანი საშობაო არდადეგებზე ლიდერის რანგში გასვლა და იტალიის სუპერთასის მოგებაა, დანარჩენზე ახალი წლის მერე ვისაუბროთო. ჰოდა, ამისთვის “ბებერ სინიორას” გენუელთა ძლევა სჭირდება.
“რომა” “პესკარას” მიიღებს. გუნდს, რომელიც სერია ბ-სკენ მიექანება. მასიმო ოდო ხან დროს ითხოვს, ხანაც ცუდ სატრანსფერო პოლიტიკაზე წუწუნებს. ფაქტია, რომ “თევზებმა” კალჩოს მთავარ ლიგას ჯერ ალღო ვერ აუღეს. ამასობაში კი, “რომა” კარგ ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ “ჯალოროსიმ” წინა ტურში ბერგამოში წააგო და ლიდერს უფრო დასცილდა. სამაგიეროდ, ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა ხუთშაბათს “პლზენთან” 4:1 იმარჯვეს. მორიგი გოლები (ჰეთ-თრიქი გაიფორმა) გაიტანა ედინ ჯეკომ, რომელსაც ასეთი შედეგიანი სეზონი “ვოლფსბურგში” თამაშის შემდგომ არ ჰქონია. წელს ჯეკოზე მართლაც დიდწილადაა “რომას” თამაში დამოკიდებული და წინა ტურში “ატალანტასთან” მატჩი რომ ვერ წაუვიდა, დედაქალაქელებიც დამარცხდნენ.
ევროპა ლიგაზე შერცხვენილი “ინტერი” ლაქის ჩამორეცხვას ორშაბათს, “ფიორენტინასთან” ეცდება. ვეროპა ლიგაზე “ნერაძურიმ” ბეერ-შევას “ჰაპოელთან” ორბურთიანი ფორა ქარს გაატანა და ბოლო ადგილი ჯგუფში ნაადრევად დაიბევა. “ინტერს” სოციალურ ქსელებში ყველა დასცინის, ვისაც არ ეზარება. სტეფანო პიოლი კი პირველი გამარჯვების მოლოდინშია. ვერ ვიტყვით, რომ მან გუნდის თამაში დაალაგა, მიუხედავად იმისა, რომ მილანურ დერბიში მოპოვებული ქულა მის აქტივშია ჩაწერილი. ისიც საგულისხმოა, რომ ფლორენციის “ფიორენტინასაც” დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ. პაულუ სოუზას კრიტიკა არ აკლდა და ევროპა ლიგაში შინ სალონიკის პაოკ-თან მარცხმა კიდევ მოუმატა. მოკლედ, ტური ამ ძალზე საინტერესო შეხვედრით დასრულდება.
თუმცა, მანამდე კიდევ ერთი კრიზისში მყოფი, მაგრამ ამბიციური გუნდი გავა მოედანზე – “ნაპოლი” “სასუოლოს” უმასპინძლებს. მაურიციო სარის გუნდი ერთი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა წლეულს კარგად და ბოლო ტურებში იქაც ისე აურია, ჯგუფიდან გასვლის არცთუ დიდი შანსი აქვს. იტალიის ჩემპიონატში კი, მაღალ დონეზე რომ ვერ თამაშობს, ძველი ამბავია. იგივე ითქმის “სასუოლოზეც” – ეუსებიო დი ფრანჩესკოს თითქოს ჩინებული კოლექტივი ჰყავს, მაგრამ ამ გუნდს რაღაც აკლია. ევროპა ლიგასაც ახლახან დაემშვიდობა - მას შემდეგ, რაც ბილბაოში “ატლეტიკთან” წააგო. ასე რომ, არც აღნიშნული თამაში უნდა გამოდგეს უინტერესო...
“ტორინო” – “კიევო”
ტურინი, “გრანდე ტორინო”
26 ნოემბერი, 21:00 საათი
“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, კასტანი, ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი, ბაზელი; იაგო ფალქუე, ბელოტი, ლჯაიჯკი.
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“კიევო” (4-3-2-1): სორენტინო; კაჩიატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, იზკო; ბირსა; მეგიორინი, ინგლესე.
მწვრთნელი: როლანდო მარანი
მსაჯი: დანიელე ჩიფი
“ემპოლი” – “მილანი”
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
26 ნოემბერი, 23:45 საათი
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, მაური, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩარელი
მწვრთნელი: ჯავანი მარტუსკიელო
“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, ანტონელი; პასალიჩი, ლოკატელი, ბონავენტურა; სუსო, ლაპადულა, ნიანგი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე
“პალერმო” – “ლაციო”
27 ნოემბერი, 15:50 საათი
პალერმო, “რენცო ბერბერა”
“პალერმო” (4-3-3): პოსავეჩი; რისპოლი, გოლდანიგა, გონსალესი, ალეესამი; ენრიკე, გაცი, კოჩევი; დიამანტი, ნესტოროვსკი, ლო ფასო
მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი
“ლაციო” (4-3-3): სტრაკოშა; ბასტა, ვალაკე, რადუ, ლულიჩი; პაროლო, ბილია, მილინკოვიჩი; ანდერსონი, იმობილე, კეიტა
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
მსაჯი: მარკო გუიდა
“ბოლონია” – “ატალანტა”
ბოლონია, “რენატო დალ არა”
27 ნოემბერი, 18:00 საათი
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ტორო სიდისი, გასტალდელო, მაიეტა, მასინა; ტაიდერი, ვივიანი, დზემაილი; კრეიჩი, დესტრო, რიცო
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ატალანტა” (3-4-1-2): სპორტიელო; მასიელო, კალდარა, ზუკანოვიჩი; კონტი, გალიარდინი, კესიე, დრამე; კურტიჩი; პეტანია, გომეზი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
მსაჯი: მაურიციო მარიანი
“კალიარი” – “უდინეზე”
კალიარი, “სენტ ელი”
27 ნოემბერი, 18:00 საათი
“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; ისლა, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, ბიტანტე; ბარელა, დი ჯენარო, პადოინი; ფარიასი; ბორიელო, საუ
მწვრთნელი: მარკო რასტელი
“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, ვაგუე, დანილო, სამირი; ბადუ, კუმსი, ფოფანა; დე პაული, ტერო, ძაპატა
მწვრთნელი:ლუიჯი დელ ნერი
მსაჯი: ლუკა პაირეტო
“კროტონე” – “სამპდორია”
კროტონე, “ეციო შიდა”
27 ნოემბერი, 18:00 საათი
“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; როზი, ჩაკერინი, ფერარი, მესბა; როდენი, კაპეცი, ბარბერისი; ტროტა, ფალჩინელი, პალადინო
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა
“სამპდორია” (4-3-1-2): პუგიონი; პერეირა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბერეტო, ტორეირა, ლინეტი; ფერნანდესი, მურიელი, კვალიარელა
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლი
მსაჯი: ფაბიო მარესკა
“ჯენოა” – “იუვენტუსი”
27 ნოემბერი, 18:00 საათი
ჯენოა, “ლუიჯი ფერარი”
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, ჯენტილეტი; ედენილსონი, რინკონი, ნატკამი, ლაქსალტ; რიგონი, სიმეონე, ოკამპოსი
მწვრთნელი: ივან იურიჩი
“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; სტურარო, ერნანესი, პიანიჩი; კუადრადო, მანჯუკიჩი, ალექს სანდრო
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
“რომა” – “პესკარა”
რომი, სტადიო ოლიმპიკო
27 ნოემბერი, 23:45 საათი
“რომა” (4-2-3-1):შესნი; პერესი, რუდიგერი, ფაციო, ხუან ხესუსი; დე როსი, სტროტმანი; სალაჰი, ნიანგოლანი, პეროტი; ძეკო
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
“პესკარა” (4-3-2-1): ბიზარი; ძამპანო, ძუპარიჩი, ბირაგი, კრესკენცი; კრისტანტე, ბრუგმანი, მემუშაჯი; ბენალი, კაპრარი; ბაჰებეკი
მწვრთნელი: მასიმო ოდო
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“ნაპოლი” – “სასუოლო”
ნეაპოლი, “სან-პაოლო”
28 ნოემბერი, 22:00 საათი
“ნაპოლი (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კოულიბალი, სტრინიჩი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, მერტენსი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, კანავარო, აჩერბი, პელუსო; მაძიტელი, მანანელი, მისიროლი; რიკი, დეფრელი, პოლიტანო
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
მსაჯი: პაოლო ვალერი
“ინტერი” – “ფიორენტინა”
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
28 ნოემბერი, 23:59 საათი
“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დამბროსიო, მირანდა, მურილო; ანსალდი; ბროზოვიჩი, კონდოგბია; კანდრევა; ჯოაო მარიო, პერიშიჩი, იკარდი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუსანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი, მილიჩი; ბადელი, ვალერო; ტელო, ილიჩიჩი, ბერნარდესკი; კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
მსაჯი: ანტონიო დამატო