ფეხბურთი

14:59 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან პაულუში” როჟერიუ სენი დაბრუნდა

ბრაზილიურ “სან პაულუს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ახლო წარსულში კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი როჟერიუ სენი. როგორც “სან პაულუს” ვებგვერდი იტყობინება, სენიმ გუნდი 2018 წლის ბოლომდე ჩაიბარა. როჟერიუმ აღნიშნულ პოსტზე რიკარდო გომესი შეცვალა, რომელიც ცუდი შედეგების გამო დარჩა უმუშევარი.

როჟერიუ სენი “სან პაულუს” კარს 25 წელი იცავდა და ფეხბურთს ისტორიაში საუკუეთესო ბომბარდირი მეკარეა. მას 132 გოლი აქვს გატანილი, აქედან 70 - პენალტით.

0.115532