38 წლის კოტდივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა "მონრეალს" MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა და თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.
23 ნოემბერს გამთენიისას, ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში კანადურმა გუნდმა "ტორონტო" შინ 3:2 დაამარცხა, ხოლო დროგბა მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. მატჩის შემდეგ დიდიემ განაცხადა, რომ გუნდის რიგებში ბოლო მატჩები ელის და ამაზე უფროა კონცენტრირებული, ვიდრე წასვლაზე. "მონრეალი" განმეორებით შეხვედრას 30 ნოემბერს ჩაატარებს, ხოლო ფინალი 10 დეკემბერს გაიმართება.
დროგბას არ დაუკონკრეტებია თუ სად გააგრძელებს კარიერას ან საერთოდ დაემშვიდობება თუ არა ფეხბურთს. დიდიე კლუბს 2015 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 38 მატჩში 23 გოლი გატანა.