კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" თავდამსხმელმა კარლოს ბაკამ, "ინტერთან" ფრედ (2:2) დასრულებულ იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში ტრავმა მიიღო. როგორც "როსონერის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელს დეტალური სამედიცინო შემოწმება შემდეგ კვირაში ჩაუტარდება.
ბაკამ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი "მილანს" "სევილიადან" 2015 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 56 შეხვედრაში თავი 26-ჯერ გამოიჩინა.