ჩოგბურთი

14:29 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასის ფინალი ზაგრებში

25-27 ნოემბერს დევისის თასის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებინა. ფინალი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში “არენა ზაგრებზე” ჩატარდება, რომელიც 15 000 მაყურებელს იტევს.

მეტოქეები ერთმანეთის წინააღმდეგ შემდეგი შემადგებლობებით წარსდგებიან:

არგენტინა: ხუან მარტინ დელ პოტრო, ლეონარდო მაიერი, ფედერიკო დელბონისი და გვიდო პელია.

ხორვატია: მარინ ჩილიჩი, ივო კარლოვიჩი, ბორნა ჩორიჩი და ივან დოდიგი.

“დევისის თასის” გამარჯვებულის გამოსავლენად საჭიროა ნაკრებს სამი მოგება დაუგროვდეს. თავდაპირველად, ერთეულთა შეხვედრებში ოთხი მატჩი გაიმართება და თუ ანგარიში ფრე 2:2 იქნება, მაშინ ფინალის ბედს წყვილთა თანრიგის ერთი შეხვედრა გადაწყვეტს.

“დევისი თასის” ფინალში ხორვატია აქამდე ერთხელ 2005 წელს გავიდა, სადაც სლოვაკეთი 3:2 დაამარცხა. ხოლო არგენტინა ფინალში ოთხჯერ იყო და ოთხივეჯერ დამარცხდა (1981, 2006, 2008, 2011).

0.147587