ფეხბურთი

13:18 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა ამერიკას დატოვებს

“მონრეალის” 38 წლის შემტევი დიდიე დროგბა კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“მონრეალი” MLS-ის ნახევარფინალში იმყოფება, სადაც პირველ შეხვედრაში შინ “ტორონტო” 3:2 დაამარცხა, განმეორებითი მატჩი ტორონტოში 1 დეკემბერს გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, დროგბა კარიერას სად გააგრძელებს. გავრცელებულ ინფორმაციით, დიდიე მწვრთნელობას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128287