კალათბურთი

22:30 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძის კომენტარი ევრობასკეტის კენჭისყრის შემდეგ

ევრობასკეტ 2017-ის კენჭისყრის დასრულების შემდეგ სტამბოლში შევეხმიანეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს, რომელმაც საინტერესო კომენტარები გააკეთა:

- შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა, ისრალში რომ მოვხვდით. ამას არა სპორტული, არამედ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებიდან გამომდინარე ვამბობ. ისრაელთან საქართველოს საუკუნოვანი, მოძმე და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ეს ნამდვილად დიდი პლუსია. ჩვენი გუნდის წევრები ისრაელში თავს კარგად იგრძნობენ და ცხადია, ეს დადებითი მომენტი იქნება პრინციპული თამაშებისას...

- ისრაელში ბევრი ქართველი ცხოვრობს, აქ ჩვენი დიასპორა ძალიან ძლიერია და ისინი უკვე ემზადებიან საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. რაც შეეხება მეტოქეებს, ვერ ვიტყვი, რომ ისრაელის ჯგუფი რომელიმეზე სუსტი ან ძლიერია. იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ ჩვენი ჯგუფი არის ყველაზე თანაბარი, რომელსაც არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და ნებისმიერ მეტოქესთნ შეილება ბრძოლა...

- ნებისმიერ ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით, მაქსიმალური მობილიზება გვმართებდა და ასეა ისრაელის ჯგუფშიც. თანამედროვე კალათბურთში დონე თანაბრდება. გუნდს რომ აუტსაიდერად თვლი, სიურპრიზების შემოთავაება შეუძლია. ასე რომ, პროგნოზებს არ გავაკეთებ...

- ახლა მთავარი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი კარგად დავგეგმოთ და ცხადია, ტურნირს ტრვმების გარეშე შევხვდეთ. მუშაობა უკვე დაწყებულია, არის მოსამზადებელი გეგმის მონახაზი, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს და მას მალე გამოვაქვეყნებთ. აქ, სტამბოლში, სადაც ევრობასკეტის მონაწილე ყველა ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელი იმყოფება, საინტერესო შეხვედრებს ვმართავთ და იმედს ვიტოვებ, საქართველოს ნაკრებისთვის კარგ სპარინგ-პარტნიორებს შევარჩევთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ისრაელის, უკრაინის, გერმანიის, ლიტვის და იტალიის გუნდებს დაუპირისპირდება.

gbf.ge

0.116869