თურქეთის ქალაქ სტამბულში ევრობასკეტ 2017-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ცერემონიალამდე ცნობილი იყო, რომ მასპინძლებმა თურქეთმა, რუმინეთმა, ფინეთმა და ისრაელმა პარტნიორ ქვეყნებად შესაბამისად რუსეთი, უნგრეთი, ისლანდია და ლიტვა აირჩიეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხე განთესვით გახლდათ და საკმაოდ ძლიერ B ჯგუფში მოხვდა, სადაც ილიას ზუროსის შეგირდებს მეტოქეებად უკრაინის, ისრაელის, ლიტვის, იტალიის და გერმანიის გუნდები ეყოლებათ. ლიდერი, გასული ევრობასკეტის ფინალისტი ლიტვაა, თუმცა პირველობისთვის ბრძოლა ამ გუნდს გაუჭირდება, ზუროსის გუნდმა სავარაუდოდ მესამე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს.
საქართველო თამაშებს თელ-ავივში ჩაატარებს და გულშემატკივრების კუთხით თორნიკე შენგელიას იმედი გამართლდა. ისრაელში ქართული დიასპორა ეროვნულ გუნდს მხარს დაუჭერს.
A ჯგუფი გამოკვეთილი ლიდერი საფრანგეთის ეროვნული გუნდია, C ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი ესპანეთია, ხოლო ბოლო ჯგუფში პირველობისთვის სერბეთი, რუსეთი და მასპინძელი თურქეთი იბრძოლებენ.
კალათბურთში 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 4 ქალაქში, თელ-ავივში, სტამბულში, კლუჟ-ნაპოკასა და ჰელსინკში გაიმართება. მერვედფინალური ეტაპიდან კი ტურნირი თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში გაგრძელდება. ტურნირი სტარტს მომდევნო წლის 31 აგვისტოს აიღებს და 17 დეკემბერს დასრულდება.
A ჯგუფი
1.პოლონეთი
2.საბერძნეთი
3.საფრანგეთი
4.ფინეთი
5.ისლანდია
6.სლოვენია
B ჯგუფი
1.უკრაინა
2.ისრაელი
3.ლიტვა
4.საქართველო
5.იტალია
6.გერმანია
C ჯგუფი
1.ხორვატია
2.ჩეხეთი
3.ესპანეთი
4.მონტენეგრო
5.რუმინეთი
6.უნგრეთი
D ჯგუფი
1.დიდი ბრიტანეთი
2.რუსეთი
3.სერბეთი
4.ლატვია
5.თურქეთი
6.ბელგია