ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “ჩიკაგოს” უკანახაზელი ჯიმი ბატლერი და დასავლეთში “ნიუ ორლეანის” ცენტრი ენტონი დევისი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წინა კვირაში “ჩიკაგომ” სამი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო. ბატლერი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.3 ქულას, 9.3 მოხსნას და 3.8 პასს აკეთებდა.
“ნიუ ორლეანმა” სამივე შეხვედრა მოიგო. დევისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 33.7 ქულას, 13.7 მოხსნას, 3 ბლოკ-შოტს და 2 ჩაჭრას აკეთებდა.