იტალიური “მილანის” ესპანელმა შემტევმა სუსომ მილანურ დერბიში დუბლი შეასრულა, თუმცა სახლში ფეხით არ დაბრუნებულა. საქმე ისაა, რომ პირინელმა ფეხბურთელმა მატჩამდე ასეთი პირობა დადო:
“თუ დერბიში ორ გოლს გავიტან, სახლში ფეხით წავალ – “მილანელოსთან” ახლოს ვცხოვრობ”, - ამბობდა ესპანელი.
სუსომ “ინტერთან” დუბლის შესრულება მართლაც მოახერხა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. რატომ? – აი, რას ამბობს თავად ფეხბურთელი:
“ორი გოლი გავიტანე, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ამიტომ სახლში ფეხით არ წავსულვარ”, - დასძინა სუსომ.