წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ბრიტანელ ენდი მარეის დაუპირისპირდება. ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირს მოიგებს, წლის ბოლომდე რეიტინგში ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდება. საჩოგბურთო ისტორიაში პირველად ხდება, რომ წლის შემაჯამაბელი ტურნირის ფინალში წყდება ნომერ პირველი ჩოგბურთელის ვინაობა.
ნახევარფინალში ენდი მარეიმ კანადელი მილოშ რაონიჩი მძიმე ბრძოლაში 5:7, 7:6, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 3 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა, რაც წლის შემაჯამებელი ტურნირიების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა გამოდგა.
ნოვაკ ჯოკოვიმა კი კეი ნიშიკორის იოლად 6:1, 6:1 აჯობა.
ჯოკოვიჩი ურთიერთშეხვედრებში მარეის 24:10-ს ამარცხებს. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.