ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “მილოუკი ბაქსი” 124:121 დაამარცხა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ზაზას 10 მოხსნა ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ფაჩულიამ 7-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მატჩის ბოლო წუთებზე განსხვავება სულ ორი ქულა გახლდათ, მაგრამ “მილოუკის” კალათბურთელებმა წინ გასვლის ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენეს. “გოლდენ სტეიტში” 33 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, ხოლო “მილოუკში” ანტეტოკუმპო – 30 ქულით.
“გოლდენ სტეიტი” 11 მოგებით და ორი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” “ინდიანა პეისერს” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 22 ნოემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.