“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იაია ტურეს აქებს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, იგი ბედნიერია კოტ დივუარელი ფეხბუთელის დღევანდელი მდგომარეობით და მის გამოყენებას მომავალშიც აპირებს.
“მე ბედნიერი ვარ იაიას გამო. მან ბოლო თვენახევრის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა და დამოკიდებულება ვარჯიშებზე იყო ფანტასტიური. უკვე აქვს კარგი წონა და მსიი ხარისხი ეჭვს არ იწვევს. მოხარული ვარ, რომ ტურე დაბრუნდა და ჩვენ იგი აუცილებლად დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში. იაიას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში”, - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, აქამდე გვარდიოლა აფრიკელ ფეხბურთელს არაფრის დიდებით არ ენდობოდა და სათამაშო დროს არ უთმობდა. ტურემ კი, პირველივე შეხვედრაში, რომელშიც მას გვარდიოლა დაეყრდნო დიდებულად ითამაშა და “სიტის” პირადად მოაგებინა – იაიამ გუშინ, “კრისტალ პალასს” (2:1) ორი გოლი გაუტანა.