ფეხბურთი

10:27 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს რეკორდული და მაგიური მადრიდული დერბი (+VIDEO)

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდული მადრიდული დერბი გამოუვიდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “ვისენტე კალდერონზე” ჰეთ-თრიქი შეასრულა და მადრიდული დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 18 გატანილი გოლით. ეს რონალდუს 39-ე ჰეთ-თრიქი გამოდგა კარიერაში.

გარდა ამისა, რონალდუმ უშუალოდ “ვისენტე კალდერონზე” ლა ლიგის ეგიდით “ატლეტიკოს” კარი მე-7-ედ აიღო და მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ბრაზილიელ რონალდოს აქვს – 9 გოლი.

ისიც საგულისხმოა, რომ რონალდუმ სამიდან ერთი გოლი პენალტით გაიტანა და ეს მერვე თერთმეტრტიანი გამოდგა, რომელიც მან “როხიბლანკოს” გაუტანა. სხვათა შორის, კრიშტიანუს 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული ლა ლიგაში ყველაზე მეტი ჯარიმა აქვს გატანილი – 291-დან 20. მეორე ადგილზე ამ მხრივ ლიონელ მესია (209/16), ხოლო მესამეზე ბენიატი (79/9).

შეგახსენებთ, "ატლეტიკოსა" და "რეალის" დაპირისპირება "სამეფო კლუბმა" რონალდუს გოლების წყალობით 3:0 მოიგო VIDEO.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12072