ფეხბურთი

18:00 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ახალი ბალოტელი" სერია A-ს ისტორიაში ჩაეწერა

ტურინის "იუვენტუსის" იმედისმომცემი იტალიელი ფეხბურთელი მოის კინი იტალიის სერია A-ს ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ 16 წლის კინი გახდა პირველი ფეხბურთელი იტალიის მთავარი ლიგის ისტორიაში, ვინც 21-ე საუკუნეშია დაბადებული და უკვე ითამაშა.

მოისმა აღნიშნული რეკორდი გუშინ, "პესკარასთან" მატჩში დაამყარა. მასიმილიანო ალეგრიმ იგი მოედანზე მარიო მანჯუკიჩის ნაცვლად თამაშის 83-ე წუთზე შეიყვანა. როგორც ამბობენ, აფრიკული ფესვების მქონე იტალიელს დიდი მომავალი აქვს და აპენინზე ახალ მარიო ბალოტელიდაც მოიხსენიებენ.

0.138455