იტალიის სერია A-ს XIII ტურში ერთი ისეთი თამაშია, დანარჩენს ცხრას თავისფულად რომ გადაფარავს – “დერბი დელა მადონინა”, “მილანი” – “ინტერის” წინააღმდეგ. ჰოდა, ჩვენც კალჩოს მე-13 ტურის წინასამატჩო ბატალიებზე საუბარი ამ მეტად მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე საუბრით დავიწყოთ.
რა სიტუაციაც უნდა იყოს, როგორ კრიზისშიც იყვნენ, მილანურ დერბი მაინც ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ბუნებრივია, ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობაც ძალიან დიდია. ამჟამინდელი სიტუაცია კი “მილანს” უკეთესი აქვს: სამეულშია და მიმდინარე სეზონში ფერზეა მოსული. მაშინ, როცა “ინტერნაციონალე” მეცხრე პოზიციას იკავებს და იმდენად ცუდად ასპარეზობს, რომ მთავარი მწვრთნელი უკვე იცვალა. სტეფანო პიოლის თავისი მილანური მოღვაწეობის დაწყება პირდაპირ “მადონინადან” მოუწევს. დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ერთი ეგაა, “მილანს” წამყვანი მცველი ალესიო რომანიოლი დააკლდება. იტალიელმა სტატისტიკოსებმა კი გამოთვალეს, რომ ალესიოს გარეშე “როსონერი” საშუალოდ 2 გოლს უშვებს. სამაგიეროდ, კარგ ხასიათზეა ვინცენცო მონტელას გუნდის ესპანელი შემტევი სუსო, რომელიც დაიქადნა, რომ თუ დერბიში ორ გოლს გაიტანს, თამაშიდან სახლში ფეხით გაეშურება... ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება “ინტერს” ცუდად უნდა ახსოვდეს – მიმდინარე წლის დასაწყისში ჯერ კიდევ რობერტო მანჩინის დამოძღვრილი “ინტერი” ნომინალური სტუმრის რანგში 0:3 განადგურდა. ერთი საინტერესო დეტალიც: ამ სეზონში “მილანს” საჯარიმოს გარედან 7 გოლი აქვს გატანილი და ეს საუკეთესო შედეგია სერია ა-ში. შესაბამისად, სამირ ჰანდანოვიჩი ყურადღებით უნდა იყოს, როცა ბურთი მის საჯარიმოს სიახლოვეს იქნება. ჰო, თურმე, ყველა ბილეთი გაყიდულა ყოფილა. რა გასაკვირია, წინ “დერბი მადონინაა”!
თუმცა, მანამდე ტურის სხვა თამაშები ჩატარდება. დღეს, ჩემპიონატის ლიდერი “იუვენტუსი” შინ “აუსტაიდერი “პესკარას” მიიღებს და მიუხედავად დანაკლისისა, წესით მოგებას უნდა გეგმავდეს. დანაკლისით კი, “იუვეს” სამი წამყვანი მცველი არ ეყოლება: მეჰდი ბენატია, ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი. “მეთევზეთა” თავკაცი მასიმო ოდო კი, “ბებერ ქალბატონს” ბრძოლას ჰპირდება და ამბობს, რომ მეტოქეს სამი ქულა გარანტირებული არ აქვს. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსი” ტოპ 5 ჩემპიონატიდან პირველ ტაიმში ყველაზე ცოტა გოლს უშვებს – 2.
დღესვე ითამაშებს ჩემპიონობაზე ერთ დროს პრეტენზიის გამოცხადებელი, თუმცა ახლა მეექვსე პოზიციაზე მყოფი “ნაპოლი” – ნეაპოლიტანელები უდინეში, “უდინეზეს” სტუმრობენ და თუ ჯერ კიდევ ძალუძთ მაღალ მიზნებზე ბრძოლა აუცილებლად მოსაგები აქვთ. ყოველშემთხვევაში ორი ტურია არ მოუგია და ვეღაც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს “ნაპოლი” და მორიგი ფეხის დაცდენა შესაძლოა, მაურიციო სარის აღარც აპატიონ.
“იუვენტუსის” მთავარი მდევარი “რომა” კი, კვირას ბერგამოში, “ატალანტას” ეთამაშება. ლუჩანო სპალეტის გუნდი სულაც არ უნდა ელოდეს ადვილად გასერინებას და რატომ – “ატალანტა” მეხუთე ადგილზეა, ზედიზედ 4 მოგება გააჩნია და დიდებულ ფორმაში იმყოფება. თანაც ჯამპიერო გასპერინის გუნდში ერთი მეორის მიყოლებით გამოჩნდნე საინტერესო ახალგაზრდები და მთელი იტალია მათზე ლაპარაკობს. მოკლედ, “რომას” “ატლეტი აძურის” მძიმე თუ არა, გამოცდა ნამდვილად ელოდება.
მეორე რომაული გუნდი “ლაციო” კი, შინ “ჯენოას” დაუხვდება თუ მოიგებს სამეულში შესვლის შანსიც შეიძლება გაუჩნდეს. მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი საინტერესო გუნდი “ტორინო” სტუმრად ბოლო ადგილოსან “კროტონეს” ხვდება და წესით, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა სახლში 3 ქულა უნდა წამოიღოს.
“კიევო” – “კალიარი”
ვერონა, “ბენტეგოდი”
19 ნოემბერი, 18:00 საათი
“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, იცკო; დე გუზმანი; მეჯორინი, ინგლეზე
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, სალამონი, ბიტანტე; ბარელა, მუნარი, პადოინი; დი ჯენარო; ბორიელო, საუ
მწვრთნელი: მარკო რასტელი
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი
“უდინეზე” – “ნაპოლი”
უდინე, “დაჩია სთედიუმი”
19 ნოემბერი, 21:00 საათი
“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, ვაგუე, დანილო, ფელიპე; ბადუ, კუმსი, ფოფანა; დე პაული, ტერო, ძაპატა
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე
მწვრთნელი: მაურიციო სარი
მსაჯი: ლუკა ბანტი
“იუვენტუსი” – “პესკარა”
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
19 ნოემბერი, 23:45 საათი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; რუგანი, ბონუჩი, ევრა; ლიხშტაინერი, ხედირა, მარკიზიო, პიანიჩი, ალექს სანდრო; მანჯუკიჩი, იგუაინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“პესკარა” (3-5-1-1): ბიძარი; ძუპარიჩი, კამპანიარო, ბირაგი; ბრუგმანი, კრისტანტე, მემუშაი, კრეშენცი; ბენალი, კაპრარი
მწვრთნელი: მასიმო ოდო
მსაჯი: მიშელ ფაბრი
“სამპდორია” – “სასუოლო”
გენუა, “მარასი”
20 ნოემბერი, 15:30 საათი
“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი, სალა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო, ტორეირა, ლინეტი; ფერნანდესი; მურიელი, კვალიარელა
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, პელეგრინი; დეფრელი, მატრი, რიჩი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
მსაჯი: დანიელე დოვერი
“ატალანტა” – “რომა”
ბერგამო, “ატლეტი აძური”
20 ნოემბერი, 18:00 საათი
“ატალანტა” (3-4-3): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, ძუკანოვიჩი; მაზიელო, კესიე, გალიარდინი, სპინიცოლა; კურტიჩი, პეტანია, გომესი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ბრუნო პერესი, რუდიგერი, მანოლასი, ჟუან ჟესუსი; დე როსი, სტროტმანი; სალაჰი, ნაინგოლანი, პეროტი; ჯეკო
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“ბოლონია” – “პალერმო”
ბოლონია, “რენატო დალ არა”
20 ნოემბერი, 18:00 საათი
“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; კრაფტი, ფერარი, გასტალდელო, მაზინა; ტაიდერი, ნადი, დზემაილი; რიცო, დესტრო, კრეიჩი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“პალერმო” (4-3-2-1): პოსავეცი; რისპოლი, ჩიონეკი, ვიტიელო, ალეესამი; ჰილიერმაკი, გაცი, ბრუნო ენრიკე; დიამანტი, ლო ფასო; ნესტოროვსკი
მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი
მსაჯი: კარმინე რუსო
“კროტონე” – “ტორინო”
კროტონე, “ეციო შიდა”
20 ნოემბერი, 18:00 საათი
“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მესბა; როდენი, კაპეცი, ბარბერისი; ტროტა, ფალჩინელი, პალადინო
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა
“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; დე სილვესტრი, როსეტინი, კასტანი, ძაპაკოსტა; ბენასი, ვალდიფიორი, ბაზელი; იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
მსაჯი: დომენიკო ჩელი
“ემპოლი” – “ფიორენტინა”
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
20 ნოემბერი, 18:00 საათი
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, დიოოუსიე, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩარელი
მწვრთნელი: ჯავანი მარტუსკიელო
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; სალსედო, როდრიგესი, ასტორი; ტელო, ვესინო, ბორხა ვალერო, მილიკი; ილიჩიჩი, ბერნარდესკი; ბაბაკარი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
მსაჯი: დავიდე მასა
“ლაციო” – “ჯენოა”
რომი, “ოლიმპიკო”
20 ნოემბერი, 18:00 საათი
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ბასტოსი, უოლასი, რადუ; პაროლო, ბილია, ლულიჩი; ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, კეიტა
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, ორბანი; ედენილსონი, რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი; რიგონი, პავოლეტი, ოკამპოსი
მწვრთნელი: ივან იურიჩი
მსაჯი: მარკო დი ბელო
“მილანი” – “ინტერი”
მილანი, “სან სირო”
20 ნოემბერი, 23:45 საათი
“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, გომესი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა; სუსო, ბაკა, ნიანგი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ანსალდი; ბროჟოვიჩი, მედელი, ჟოაო მარიო; კანდრევა, იკარდი, პერიშიჩი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო