ფეხბურთი

23:00 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილიას ესპანეთში დაბრუნებას ელიან

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი დავიდ ვილია შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა პრიმერადივიზიონის ბინადარ ხიხონის “სპორტინგში” გააგრძელოს. როგორც კატალონური გამოცემა სპორტ-ი იტყობინება, ლა ლიგის გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს 34 წლის ფორვარდის ხელში ჩაგდება “ნიუ-იორკ სიტიდან” მარტის პაუზამდე სურს.

საერთოდ, ეს მიღებული პრაქტიკაა, როცა ამერიკაში სამთვიანი პაუზა დგება, ფეხბურთელების იჯარით ევროპაში გადმობარგება. თუნდაც, დევიდ ბექჰემიც გამოდგება მაგალითად.

დავიდ ვილია “ნიუ-იორკში” 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობს. სამშობლოში კი, სხვადასხვა დროს “სარაგოსას”, “ვალენსიას”, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ღირსება დაუცავს.

0.122146