ჭიდაობა

16:09 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ფინალშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე პრესტიჟულ გუნდურ ტურნირზე - "ევროპის ერთა თასზე” ორი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა.

რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეჯიბრება უკრაინის ნაკრებთან შეხვედრით გახსნა და 5:3 იმარჯვა. ქართულ განაცხადში იყვნენ: ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (65 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილი (74 კგ), ირაკლი მწითური (86 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). თავიანთი შეხვედრები მოიგეს: ლომთაძემ, ტლაშაძემ, ერბოწონაშვილმა, ოდიკაძემ და პეტრიაშვილმა.

მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუმინეთს შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდა: ოთარ გოგავა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილი (65 კგ), ტლაშაძე, იაკობ მაქარაშვილი (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ოდიკაძე და პეტრიაშვილი. თავისი ბრძოლა რავავემ მოიგო და საქართველომ ტურნირის მასპინძელს დიდი ანგარიშით აჯობა.

ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126758