იტალიური ”რომას” ნახევარმცველს ლეანდრო პარედესს ლონდონის “არსენალი” აკვირდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.
აღნიშნული წყაროს ცნობით, არსენ ვენგერი სერიოზულად აკვირდება ახალგაზრდა არგენტინელის თამაშს და არაა გამორიცხული, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “რომას” მისი შეძენის თაობაზე წინადადებით მიმართოს.
22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “მგლების” მაისური 16-ჯერ მოირგო და 1 გოლი შეაგდო. მას “რომასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.