ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე გაელ მონფისმა ტრავმის გამო ბოლო მესამე მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ტურნირის ორგანიზატორებმა ჯოკოვიჩთან სათამაშოდ ბელგიელი დავიდ გოფინი დაპატიჟეს. ბელგიელმაც მოწვევა მიიღო და ნოვაკთან 1:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. სერბმა მეტოქე თამაშის ყველა კომპონენტში დაჩაგრა.
ჯოკოვიჩი სამიდან სამი მოგებით ნახევარფინალში გავიდა, სადაც ა ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს შეხვდება. ხოლო რაც შეეხება ბ ჯგუფში მეორეადგილოსნის ვინაობას, მილოშ რაონიჩი და დომინიკ ტიმი გადაწყვეტენ, მატჩი 18 ნოემბერს თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.