ფეხბურთი

17:27 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: ფეარ-პლეის მივესალმებით

გაიმართა პირველი ლიგის 6 მატჩი და გამოსარჩევი იყო ხობის "კოლხეთისა" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირება, რომელშიც მასპინძლები დასაწყისშივე 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ნახევრის საწყისი წუთები უკვე მარტვილელებისა იყო და ორი გოლით უპასუხეს. საბოლოოდ, 2:2 და ორივე გუნდი ფლეი-ოფში იბრძოლებს პროლიგა2-ის საგზურისთვის.

"ვიტ ჯორჯიამ" ფეარ-ფლეის წესები დაიცვა და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ჩემპიონობა კარგა ხნის წინ გაინაღდა, "ოდიში 1919"_თანაც მოიგო - 3:2. ზუგდიდელებს 6 ქულა აქვთ დაკლებული და ლიგაში დარჩენის შანსი დღეს დაკარგეს ვიტელებთან მარცხით.

"გაგრამაც" ღირსეულად ითამაშა და "ჭიათურას" არ დაუთმო ქულები - 1:1. "თეთრი ჯგუფის" ლიდერმა "სამგურალმა" 3:1 აჯობა ცხინვალის "ლიახვს", რომელიც 4 ქულით გავიდა ფლეი-ოფში! 10 ქულა ექნებოდა, მაგრამ 6 დაკლებული აქვს.

ზოგადად კი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარიგებული თამაშების წინააღმდეგ იბრძვის.

თეთრი ჯგუფი

სამგურალი (წყალტუბო) - ლიახვი (ცხინვალი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბიბილაშვილი (36), 1:1 საბა ლომია (62), 2:1 ყიფიანი (79), 3:1 ჩიხლაძე (86)

კოლხეთი (ხობი) - მერანი (მარტვილი) 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 გერგაია (4), 2:0 ლომაია (8), 2:1 ქანთარია (47), 2:2 ციმაკურიძე (51)

იმერეთი (ხონი) - რუსთავი 0:3 იმერეთი მოხსნილია გათამაშებიდან

მარკ სტარსი (თბილისი) - ჩხერიმელა (ხარაგაული) 3:0 ჩხერიმელა მოხსნილია გათამაშებიდან

ამ ჯგუფში "სამგურალმა" და "რუსთავმა" გაინაღდეს პროლიგა 2-ის საგზური. ფლეი-ოფში ითამაშებენ "მეშახტე", "მერანი", "კოლხეთი" და "ლიახვი".

ბოლო ტური 25 ნოემბერს: რუსთავი-კოლხეთი (ხობი), მერანი-სამგურალი, ლიახვი-მეშახტე

წითელი ჯგუფი

გაგრა - ჭიათურა 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ტყეშელაშვილი (28), 1:1 სევასტოპულო (52)@

საპოვნელა (თერჯოლა) - ბორჯომი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიდია (20), 2:0 ჩიკვილაძე (72)

ოდიში 1919 (ზუგდიდი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:3 (1:3)

გოლები: 0:1 კახაბრიშვილი (4), 0:2 ღუდუშაური (7), 0:3 კახაბრიშვილი (27), 1:3 გიორგი ლობჟანიძე (40), 2:3 ცაგარეიშვილი (50)

გარდაბანი - სქური (წალენჯიხა) 0:4

ამ ჯგუფიდან პროლიგა 2-ის საგზური გაინაღდეს "ვიტ ჯორჯიამ" და "გაგრამ". ფლეი-ოფში ვინ გავა, ჯერ გასარკვევია. ჯერ "სქურმა" და "ბორჯომმა" მოიპოვეს ექვსეულში ადგილი, დანარჩენი ორი გუნდის ვინაობა უცნობია. K E

ბოლო ტური 25 ნოემბერს: ბორჯომი-გარდაბანი, სქური-ოდიში 1919, ვიტ ჯორჯია-სულორი, ჭიათურა-საპოვნელა.

მთავარი მატჩი იქნება "ჭიათურა"-"საპოვნელა". მასპინძლები მოგების შემთხვევაში გავლენ ექვსეულში და ითამაშებენ ფლეი-ოფში, "საპოვნელას" კი ფრეც დააკმაყოფილებს.

თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ დარჩება პროლიგა 2-ში. გამოვლინდება კიდევ ორი საუკეთესო, რომლებიც ფლეი-ოფებით გაირკვევა. ერთი ჯგუფის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ადგილოსნები ჯვარედინად შეხვდებიან მეორე ჯგუფის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეეექვსე ადგილოსნებს. ანუ 8 გუნდი ითამაშებს ფლეი-ოფში შინ-სტუმრად თამაშების პრინციპით და ამ რვიდან ორი საუკეთესო დარჩება პროლიგა2-ში.

მოკლედ, დღევანდელი პირველი ლიგის 18 გუნდიდან მხოლოდ 6 დარჩება ამ ლიგაში, რომელსაც პროლიგა 2 ერქმევა. ამ ექვსს დაემატება უმაღლესიდან გავარდნილი 4 გუნდი და მთლიანობაში, 10 გუნდი ითამაშებს 2017 წლის სეზონს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120181