ფეხბურთი

20:32 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" დონარუმას წელიწადში 4.5 მილიონს სთავაზობს

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა "მილანთან" სარფიანი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, "როსონერი" მზადაა ფეხბურთელს წელიწადში 4.5 მილიონი ევრო გადაუხადოს. დონარუმას პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება თებერვალში შეეძლება.

ასევე არაოფიციალური ცნობით "მილანი" ჯანლუიჯის გუნდში 2022 წლის ივლისამდე დატოვებს. ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია და მეკარეს შეუძლია, როცა მოუნდება წავიდეს გუნდიდან.

ფეხბურთელის გადაბირებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული, რადგან ჯანლუიჯი ბუფონს გუნდთან ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს და იტალიელები მის შემცვლელს ეძებენ. დონარუმას კი "როსონერის" რიგებში დარჩენა სურს და ეს საჯაროდაც დაუდასტურებია.

დონარუმას 2015 წლიდან მოყოლებული "მილანის" მაისურით 43 მატჩი აქვს ჩატარებული. ჯანლუიჯიმ 45 გოლი გაუშვა და 16 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. 17 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისთვის 15 მილიონი ევროა.

0.113603