ფეხბურთი

19:58 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო “რეალს” და “ბარსელონას” ნანობს

იტალიელი ანდრეა პირლო ესპანურ Marca Plus-სთან ინტერვიუში აღიარებს, რომ განვლილი კარიერის მთავარ სინანულად “ბარსელონასა” და “რეალში” ართამაში მიაჩნია. “ნიუ-იორკ სიტის” 37 წლის ფეხბურთელის თქმით, 2010 წელს მადრიდში გადასვლასთან ახლოს იყო.

“რას ვნანობ? – იმას, რომ არასდროს მითამაშია “რეალში” ან “ბარსელონაში”. 2010 წელს “რეალის” ბევრ ფეხბურთელთან მქონდა კონტაქტი, მაგრამ იმ დროს “მილანთან” ხელშეკრულება მაკავშირებდა და პირადად მე არაფრის გაკეთება შემეძლო ესპანეთში გადასვლელად”, - აღიარა პირლომ.

ანდრეა პირლო წელიწადზე მეტია უკვე აშშ-ში თამაშობს და როგორც თვითონ ამბობს, ევროპაში დაბრუნებას არ გეგმავს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, ისევ ამ სფეროში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.

0.125845