სხვა

10:10 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაო მსოფლიოს თასიდან

ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე წარმატებას მიაღწია. ახალგაზრდა ქართველმა პარასპორტსმენმა, ხმლით ფარიკაობაში, A კატეგორიაში, ჯგუფში ორ მეტოქეს აჯობა: კანადელ კამილა ჩაის - 15:3, ხოლო ბრიტანელ რებეკა პაკის - 15:12.

მეოთხედფინალში თიბილაშვილმა ფრანგი ბრიანა ვაიდესი დაამარცხა - 15:13. ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი მომავალ ჩემპიონთან - უნგრელ ამარელა ვერესისთან წააგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

0.113496