მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა ტრავმა მოიშუშა და მადრიდულ დერბიში თამაშს შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი Football Espana ავრცელებს.
სერხიომ მუხლის ტრავმა 9 ოქტომბერს მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია, თუმცა რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და თუ ზინედინ ზიდანი საჭიროდ ჩათვლის, შაბათს თამაშსაც მოახერხებს.
30 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსა” და “რეალის” გასამართი დაპირისპირება, შაბათს “ვისენტე კალდერონზე” ჩვენი დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.