15 ნოემბერს, ქ. ბათუმი, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის ორ შეხვედრას უმასპინძლებს. პირველად ლიგის ისტორიაში, ბათუმური გუნდები საშინაო შეხვედრებს აჭარის დედაქალაქში გამართავენ.
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, პირველი შეხვედრა 15:00 სთ-ზე დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს ლიგის ორი დებიუტანტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი და გათამაშების მთავარი ფავორიტი, მფკ ტატიშვილი დაუპირისპირდებიან. სეზონის სტარტი ორივე მათგანს მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოუვიდა, თუკი „მედიკოსებმა“ შეძლეს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება თბილისი ვარიორსთან, (6-2), ბათუმელ „სტუდენტებს“ საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდათ აგორასთან და გამარჯვებამდე ზუსტად 1:22 წუთი დააკლდათ (2-2).
რაც შეეხება კიდევ ერთ ბათუმურ კლუბს, დინამო 17:00 სთ-ზე თბილისს უმასპინძლებს. აღნიშნულ შეხვედრას კლუბები განსხვავებული განწყობით ხვდებიან - „დედაქალაქელებმა“ წინა სეზონის ბრინჯაოს პრიზიორის სტატუსი გაამართლეს და ჩემპიონატი დებიუტანტ მგლებთან გამარჯვებით დაიწყეს (6-2), აჭარლები კი გათამაშების ფავორიტთან და მოქმედ ვიცე-ჩემპიონთან, სტუ-თელასთან დათმეს 2-5, შესაბამისად პირველი ქულების მოპოვებას საშინაო კედლებში შეეცდებიან.
15.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. II ტური (ქ.ბათუმი, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი, ასათიანი ქ#27)
15:00 ბსუ (ბთ) - მფკ ტატიშვილი (თბ)
17:00 დინამო (ბთ) - მფკ თბილისი
რაც შეეხება ტურის დარჩენილ შეხვედრებს, 18 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლე კიდევ სამ დაპირისპირებას უმასპინძლებს.
18.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. II ტური (ქ. თბილისის ახალი სპორტის სასახლე)
16:00 იბსუ - მფკთბილისივარიორს
18:00 მფკმგლები(თბ) - მფკაფხაზეთი
20:00 მფკ აგორა - სტუ-თელასი
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი„SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“.
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge